ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
„ევროკავშირს შეუძლია, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად“. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადეს. ლიდერების განცხადებით, აქტივების გამოყენება რამდენიმე თვის განმავლობაში, კონკრეტული გეგმის მიხედვით მოხდება, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოიცავს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნული წინადადების სწრაფად დამტკიცების შემთხვევაში, რუსული ფინანსური აქტივებისგან მიღებული პირველი მილიარდის გაცემა პირველ ივლისს იქნება შესაძლებელი. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში უკრაინასთან დაკავშირებული საკითხებისა და ღაზაში არსებული კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და არა შურისძიების, – ამის შესახებ მედიასთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად, საჭიროა ისრაელმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სამიტზე იმყოფებოდა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც, რომელმაც უკრაინაში მშვიდობის დამყარებასა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ილაპარაკა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ - ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთ-ევროკავშირის საგანგებო სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ევროკავშირის სამიტი ორ სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster