მარნეულში ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა

01/14/2019
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა.

საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი დაესწრნენ.
22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანი.
ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ.

სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.

http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/214...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან