გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...
კითხულობს: ბადრი ფილიშვილი
დგანან ხეები
ღმერთო, რა მწველია დღეები,
ქარმა კვლავ გრძნობები არია.
დგანან კაცებივით ხეები
რადგან კაცები არ არიან.
ღმერთო, სევდა იყო ყოფიდან
მზერა მარტოხელა ავარის.
ვხვდები, რომ სიგიჟე მოფრინდა,
მაგრამ საკმარისი არ არის.
ისევ მივუყვები ლიანდაგს,
ქარმა გზებზე სული დალია
და თუ მოსვლა დამაგვიანდა,
იცი, სიყვარულის ბრალია.
ღმერთო, წამი არ მაქვს შენდობის,
ციდან ხმა ჩამესმის ვებერის.
ღმერთო, ახლა ისე გენდობი,
როგორც ძველ ყავარჯენს ბებერი.
ღმერთო, რა მწველია დღეები,
ქარმა კვლავ გრძნობები არია.
დგანან კაცებივით ხეები
მაგრამ კაცები არ არიან.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.
https://www.facebook.com/profile.php?...
კითხულობს: ბადრი ფილიშვილი
დგანან ხეები
ღმერთო, რა მწველია დღეები,
ქარმა კვლავ გრძნობები არია.
დგანან კაცებივით ხეები
რადგან კაცები არ არიან.
ღმერთო, სევდა იყო ყოფიდან
მზერა მარტოხელა ავარის.
ვხვდები, რომ სიგიჟე მოფრინდა,
მაგრამ საკმარისი არ არის.
ისევ მივუყვები ლიანდაგს,
ქარმა გზებზე სული დალია
და თუ მოსვლა დამაგვიანდა,
იცი, სიყვარულის ბრალია.
ღმერთო, წამი არ მაქვს შენდობის,
ციდან ხმა ჩამესმის ვებერის.
ღმერთო, ახლა ისე გენდობი,
როგორც ძველ ყავარჯენს ბებერი.
ღმერთო, რა მწველია დღეები,
ქარმა კვლავ გრძნობები არია.
დგანან კაცებივით ხეები
მაგრამ კაცები არ არიან.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.