კენჭისყრის იმიტირებული პროცესი ცესკო-ში


რა ტექნოლოგიური სიახლეები იგეგმება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ცვლილებებმა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი. უნდა აღმოიფხვრას დარღვევების, გაყალბების და ე.წ. კარუსელების პრაქტიკა - სწორედ არ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 08:00 საათიდან იმიტირებული არჩევნები ტარდება.

კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. სატესტო არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისიაც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან