პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო

14.05.2024 06:15

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ცალკეული ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას წყვეტენ. 3 აპრილს ხელახლა ინიცირებული რეზონანსული პროექტი დღეს 84 ხმით დამტკიცდა. ფაქტს მწვავე პროტესტი მოჰყვა დარბაზში და პარლამენტს გარეთ. დღევანდელი კენჭისყრით ხმაურიანი საპარლამენტო განხილვები დასრულდა. ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციების წარმოდგენას და უცხოური ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირებას ავალდებულებს. ვეტო უკვე დაანონსებულია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს და დისკუსიის შედეგად კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებს არ წარადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე
02:07

პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
07:59

პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯოზეფ ბორელის განცხადება
03:28

ჯოზეფ ბორელის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
01:51

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
02:00

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
06:53

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება
03:26

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
01:35

საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო