უკრაინა-რუსეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა


უკრაინა-რუსეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის. სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შორის დისკუსია საათნახევრის მანძილზე მიმდინარეობდა. ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში გამართულ პრესკონფერენციებზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისაუბრეს ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებასა და მოქალაქეების მშვიდობიანად გაყვანის აუცილებლობაზე, თუმცა, კონკრეტული გეგმა ვერ შეათანხმეს. ამ კონტექსტში, დმიტრო კულებამ 24 სათითით ცეცხლის შეწყვეტაც მოითხოვა. საპასუხოდ კი, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საკითხებს რუსულ მხარესთან შეათანხმებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბელორუსის საზღვარზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რუსეთის დელეგაციამ უკრაინულ მხარეს დოკუმენტურად გაწერილი მოთხოვნები მიწოდა, რაზეც პასუხს ელოდებიან.
სერგეი ლავროვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობაც ისაუბრა.
სალომე ქოქიაშვილი ჩართვა პირდაპირ ეთერში ანტალიიდან, სადაც აღნიშნული შეხვედრა შედგა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან