დავით კირკიტაძეს გირაო შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მოითხოვდა, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. დღევანდელ პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ბრალდებას, არ აპირებდა ფარსში მონაწილეობას და პროტესტის ნიშნად ტოვებდა დარბაზს. პროკურატურამ 2021 წლის 24 ოქტომბერს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
TV IMEDI
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5000 ლარის ოდ...
TV4. ge
პროკურატურის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კირკიტაძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს
TV IMEDI
დავით კირკიტაძე დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster