დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

25.02.2019 01:35

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარმოდგენილი 15 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, პარლამენტის 27 წევრი შუამდგომლობა და ამასთანავე წინასასამართლო სხდომებზე ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შესახებ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დავით კირკიტაძემ მოსამართლეს მიმართა და მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. სასამართლო სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძე ესწრებოდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: