კირკიტაძის დაკავება - ოპოზიციის გეგმები

18.12.2018 04:51

დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ხვალ იმსჯელებს. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული თანაგუნდელის დაკავებამ გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა. საპროტესტო გამოსვლების დაწყება დღეიდან იყო დაანონსებული, თუმცა აქციების ნაცვლად ხელისუფლების ოპონენტები დიპლომატებს შეხვდნენ და კირკიტაძის დაკავებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დღემდე ამტკიცებს, რომ 16 დეკემბერს მათი თავისუფალი გადაადგილების უფლება დაირღვა. მმართველი გუნდი ოპონენტებს ინციდენტების ამსახველ ვიდეო-მასალებზე მიუთითებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო