გუბერნატორმა რუსთაველ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
09/17/2018
ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთაველ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის #24 ქართული გიმნაზიის, ჟიული შარტავას სახელობის #4 და ქალაქის #28 საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის #4 და #28 საჯარო სკოლებში განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
მხარის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა, ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც მომავალი თაობებისთვის, სრულფასოვანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#ახალისასწავლოწელი2018
#გუბერნატორი2018