#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2021 #LIVE

21.05.2021 01:04:25

• გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს პირველი არხის შეკითხვებს უპასუხა - უწყებამ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საჩივარზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა და პრობლემის მოგვარების პირობა დადო

• „ბორჯომში“ პროტესტი არ ცხრება - „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება; გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია

• მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პირველივე საათებმაც აჩვენა - ვაქცინების შესაძლო გვერდით მოვლენებთან და გართულებებთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს სპეციალისტები მითებს უწოდებენ

• ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა - ზავმა 11-დღიანი სისხლიანი შეტაკებები დაასრულა; მხარეები აცხადებენ, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მკაცრ რეაგირებას მოახდენენ

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani