shexvedra doqtorantebtan 10 06 15

06/10/2015
Irakli Gharibashvili-ის მიერ

თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს; თქვენი მთავარი მამოძრავებელია ცოდნა და განათლება, რაც უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი ფუნდამენტი და რასაც უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. -ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური დღეს კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს, რის საფუძველზეც, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას დოქტორანტი სტუდენტებიც იღებენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა დოქტორანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე საქართველოს გაწევრიანება ბოლონიის პროცესში ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის საერთო ევროპულ სივრცეში მოქცევას.
„აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს. არსებული ტემპი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა. საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება\", -აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, დღეს საქართველოში უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა - ბაკალავრიატი,მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სრულად არის ამოქმედებული და სახელმწიფო აფინანსებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს.


ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=6198

ვიდეოები „Irakli Gharibashvili"-ისგან