სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა ®️
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. „თბილისის წიგნის დღეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ცოცხალია ჩვენი კულტურა, და ამას ადასტურებს გამომცემლობების მრავალფეროვანი პავილიონები. გამოფენა-გაყიდვაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე. მიხარია, რომ ისინი ავლენენ ინტერესს ლიტერატურის მიმართ. ჩვენ მათ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიასპორის წარმომადგენლების როლს ქართული მწერლობის განვითარებაში. „ერთ-ერთი საინტერესო პრეზენტაცია, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მქონდა, ეხებოდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ლევან მუსხელიშვილის წიგნს. ის დიდი ხანია, ცხოვრობს უცხოეთში და, ამის მიუხედავად, ისე კარგად შეინახა მშობლიური ენა, რომ მისმა წიგნმა ჩვენს ქვეყანაში ლიტერატურული პრემია მიიღო. ეს არის მაგალითი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, - მათ შეუძლიათ მთლიანად იყვნენ ჩართული საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და, საერთოდ, ყველა სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი კავშირისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ნიკოლოზ ბარათაშვილი 200 / საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge
#წიგნებისთარო კაზრეთის მეორე სკოლა VS თბილისის 106-ე სკოლა
წიგნების თარო
დავით ბაქრაძის განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხვამლი მრავალვარსკვლავი“ - ალბომის პრეზენტაცია ორბელიანების...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი თბილისის ქუჩებში გამოჩნდა
ტვ პირველი • TV Pirveli
სალომე ზურაბიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივიდა
TV IMEDI
პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი სტუმრად „დილის სამინისტროში“/“დილის სამინ...
რადიო იმედი