ნიკოლოზ ბარათაშვილი 200 / საიუბილეო საღამო
7 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მიხეილ თუმანიშვილისა და ვასო აბაშიძის სახელობის თეატრების მსახიობები, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს „ყრუთა კავშირის“ წარმომადგენლები. თეატრალიზებულ საღამოზე ბარათაშვილის ლექსებს წაიკითხავენ, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ (ზურაბ ქარუმიძე), ფრანგულ (სალომე ზურაბიშვილი), გერმანულ (მანანა პაიჭაძე) და რუსულ (ლაშა თაბუკაშვილი) ენებზე. საიუბილეო საღამოს ხელმძღვანელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. საიუბილეო საღამოს შემოქმედებითი ჯგუფი: ბასა ფოცხიშვილი, თამარ ფოცხიშვილი, დავით ალადაშვილი, დათუნა სულიკაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელოშვილი და ნინო ნატროშივილი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ამსახველი საიუბილეო ხუთენოვანი წიგნისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ - UNESCO, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა, რომელიც აღინიშნება იუნესკოს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200 სულო ბოროტო
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200 მადლი შენს გამჩენს
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200 ჩვილი
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200 ჩინარი
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200 ჩონგურს
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200 ვპოვე ტაძარი
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ახალი ცხოვრება
რადიო თავისუფლება
ბარათაშვილის სახლი
რადიო თავისუფლება