არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობა


გახდა თუ არა ძალადობის მსხვერპლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ათი წლის ბიჭი; თელავის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვს ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები პედაგოგმა შენიშნა და მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორმა პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, არასრულწლოვანს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, ბიჭი სახლში გაწერეს. საკითხის მოგვარებაში სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტო ჩაერთო და არასრულწლოვანზე დროებით ზრუნვა მამიდას დაეკისრა. ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ბიჭი ბებიასთან ცხოვრობდა, თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ბებიას ათი წლის ბიჭზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან