ოჯახური ძალადობის ბრალდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მცირეწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ოჯახური ძალადობის მუხლით აღძრა. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დღეს ბავშვის დედა და ის პირები გამოკითხეს, ვინც ქალბატონის ინფორმაციით, შესაძლოა, ბავშვზე ზეწოლაში მონაწილეობდა. უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით. პოლიციაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია 112-ში გვიან ღამით შევიდა, რასაც რეაგირება მოჰყვა. სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ „თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას. პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიეცა,“ – შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია და სამი წლის შვილის ფოტო, რომელსაც სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ქალბატონის ინფორმაციით, მცირეწლოვანი მისმა ყოფილმა მეუღლემ და მეგობარმა სცემა. საქმე 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა. აღნიშნული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვახდენთ პირების იდენტიფიცირებას, ასევე იმ მიზეზით, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არასრულწლოვანზე მოძალადეს ბრალი დაუმძიმდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახური ძალადობის ბრალდებები პოლიციას
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს
მთელი კვირა
დაკავება ოჯახური ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ოჯახური ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კოდუას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster