არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობა
გახდა თუ არა ძალადობის მსხვერპლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ათი წლის ბიჭი; თელავის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვს ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები პედაგოგმა შენიშნა და მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორმა პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, არასრულწლოვანს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, ბიჭი სახლში გაწერეს. საკითხის მოგვარებაში სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტო ჩაერთო და არასრულწლოვანზე დროებით ზრუნვა მამიდას დაეკისრა. ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ბიჭი ბებიასთან ცხოვრობდა, თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ბებიას ათი წლის ბიჭზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესაძლო ძალადობა არასრულწლოვანზე რას ჰყვება რვა წლის გოგონ...
TV IMEDI
ოჯახური ძალადობის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიმართვა პროკურატურას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის ბავშთა სახლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster