კახეთში სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა


კახეთში, სოფელ ხაშმში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა.

11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი განთავსდება, მიმზიდველი ადგილი იქნება როგორც უცხოელი, ისე შიდა ტურიტებისთვის. ასევე, ნებისმიერ დამსვენებელს საშუალება ექნება სასტუმროს მარანში, ღვინის დაწურვის ტრადიციას გაეცნოს და ქართული ღვინო დააგემოვნოს.

შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.

სასტუმრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა გახსნეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან