საპროტესტო აქცია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“
კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, სადაც დილიდან პოლიციაა მობილიზებული, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება. ამ წუთისთვის ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა ცოტა ხნის წინ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო, რა დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა. შეკრებილებმა სატრანსპორტო საშუალებას კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის პარტიის რეგიონული ლიდერები. ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყოფილი და ახლანდელი ლიდერები, მათი თანამოაზრეები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს დილით ჩავიდნენ. ისინი კახეთში რუსეთის მოქალაქეების სტუმრობას აპროტესტებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, სასტუმროში რუსეთიდან ჩამოსული სანქცირებული პირები იმყოფებიან და წვეულების გამართვა იგეგმება. ასევე არსებული ცნობით, სასტუმრო სხვა სტუმრებისთვის დაკეტილია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია სასტუმრო „ბილტმორთან“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია ივანიშვილის სასტუმრო "პარაგრაფთან"
ტვ პირველი • TV Pirveli
სასტუმრო ლეოგრანდის თანამშრომლების საპროტესტო აქცია
TV 25
საპროტესტო აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში სასტუმრო "მეტრო სითის" მშენებლობაზე დასაქმებულების ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია შეკვეთილში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster