საპროტესტო აქცია ბათუმში

19.07.2021 01:14

საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა.

„გამოიძიე“, „არა ავტორიტარიზმს“, „თავისუფალი მედია - თავისუფალი საზოგადოება“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით იდგნენ აქციის მონაწილეები სასტუმრო „შერატონთან“. მათი თქმით, აქციის მიზანი შარლ მიშელის ინფორმირება იყო საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. აქციის მონაწილეები 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დასჯასაც ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani