ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადება


ყაზახეთში პრეზიდენტმა სამართალდამცველებსა და სამხედროებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის განკარგულება მისცა. განცხადება ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გაკეთებული მიმართვისას გააკეთა. თოყაევის თქმით, ხელისუფლება „მკვლელებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს და საჭიროა მათი განადგურება“. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ ალმათის 20 ათასი ბანდიტი დაესხა თავს“, კოორდინირებული ქმედებები კი აჩვენებდა, რომ მათ ჰქონდათ სამხედრო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ობიექტებზე თავდასხმის მკაფიო გეგმა. მისი ცნობით, ქვეყანაში მყოფ მებრძოლებს იარაღი ჯერ არ დაუყრიათ, შესაბამისად მათ წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან