გამოხმაურება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ყაზახეთში რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა გააკეთეს. როგორც აშშ-ის საგარეო უწყებაში ამბობენ, ვაშინგტონი ელოდება არგუმენტირებულ პასუხს, „რა საჭირო იყო ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა“. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ყაზახეთი ფლობს საკმარისს რესურსს, ქვეყანაში წესრიგი თავად დაამყაროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას ან ყაზახეთის ინსტიტუტებზე თავდასხმებს. შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გააგზავნეს. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სამშვიდობოები ყაზახეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მედვედევის მუქარა - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
გამოხმაურება გლდანში მომხდარ ინციდენტზე
TV IMEDI
გამოხმაურება შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება ბურჯანაძის ვიზიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster