მედვედევის მუქარა - გამოხმაურება
დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც საქართველო „არ არსებულ“ სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული. მოგვიანებით კი კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევს გვერდი გაუტეხეს. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის გვერდზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილად, ხოლო ყაზახეთი ხელოვნურ სახელმწიფოდ იყო დასახელებული. ეს განცხადება ღამით გავრცელდა. პოსტში ასევე ეწერა, რომ უახლოეს მომავალში „სუვერენიტეტების აღლუმები აღარ იქნება“ და რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ყველა ერი „ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრულად და ურთიერთგაგებით“. „ამისთვის ჩვენ არ დავიშურებთ არც ძალას, არც საშუალებებს. კიევისა და მალოროსიის ტერიტორიების ნაციონალისტების ბანდებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი ისევ იქნება ერთიანი, ძლიერი და დაუმარცხებელი“, – ეწერა მედვედევის გვერდზე. კრემლში განმარტეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სოციალური ქსელი ჰაკერებმა გატეხეს და აღნიშნულ საქმეს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გამოიკვლევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მედვედევის მუქარა ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მედვედევის განცხადება
culturegovge culturegovge
მოლდოვა სანქციებს მიუერთდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედვედევის განცხადება
TV3
მედვედევის ახალი "შავი სია"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედვედევის Twitter-ი გატეხეს
Tabula ტაბულა
მედვედევის ანტიქართული განცხადება
culturegovge culturegovge
მედვედევის განცხადება
TV IMEDI