რუსეთ-უკრაინის ომი - ტრამპის ულტიმატუმი

04.08.2025 04:16

10-დღიანი ვადის ამოწურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ოფიციალური ვაშინგტონი უმკაცრესი სანქციებით იმუქრება. მანამდე, მოსკოვში შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან. სავარაუდოდ სწორედ სტივ ვიტკოფის ვიზიტის შემდეგ გაირკვევა, როგორი იქნება ოფიციალური ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია. პარალელურად ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ხომალდები რუსეთის ტერიტორიასთან არიან განლაგებული, მას შემდეგ რაც, ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ვაშინგტონის მისამართით ბირთვული მუქარა გააჟღერა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani