დაპირისპირება სალხინოს მამათა მონასტერში
09/21/2021
დაპირისპირება მოჰყვა სალხინოს მამათა მონასტერში მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახლადდანიშნული ეკონომოსის მისვლას. მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ, ორი დღის წინ განკვეთილ ყოფილ საეკლესიო მსახურებსა და ეკონომოსს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარები დასრულების შემდეგ გაკეთდა. სალხინოს, წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში, ახლადდანიშნული ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებითი განმკარგავი ტარიელ რუხაძე აცხადებს, რომ სალხინოში მისვლა ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შესწავლას. თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, განკვეთილი ყოფილი საეკლესიო პირები, ქონების დალუქვას არ დათანხმდნენ. თავის მხრივ, განკვეთილი პირები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ბრძანებებს. ისინი არ აპირებენ კელიების დატოვებას. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.