ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. იქ სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იმყოფება და ეპარქიის წარმომადგენლებს არ აძლევენ წირვის ჩატარების უფლებას. დაპირისპირებული მხარე ითხოვს საეკლესიო კრების ჩატარებას და იმ ბრალდებების განხილვას, რომელიც მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას წაუყენა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ ეკლესიაში შესვლა სცადა. მას ეკლესიის კარი დაკეტილი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირება მეუფესა და სასულიერო პირებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთი გაგრძელდა. სიტყვიერი დაპირისპირებისას, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დანიელი, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
TV IMEDI
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
TV IMEDI
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
TV IMEDI