ხმაური იყო მარტვილის სალხინოს მამათა მონასტერში.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ სალხინოს მამათა მონასტერში დროებით მივლენილი იღუმენი გრიგოლ დარსალია ბერ-მონაზვნებმა ტაძარში სალოცავად არ შეუშვეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დანიელმა განაცხადა, რომ მათთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხზე მიმართვა საპატრიარქოში გააგზავნეს და პასუხს ელოდებიან. მანამდე კი ის თვითონ აღავლენს ლოცვას და არ აპირებს მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებას დაემორჩილოს. იღუმენი გრიგოლ დარსალია კი თავის მხრივ აპირებს თვითონ აღავლინოს წირვა-ლოცვა. იღუმენი გრიგოლ დარსალია სტეფანწმინდის ეპარქიის გუდაურის მამათა მონასტრის წინამძღვარია, მანამდე კი სწორედ სალხინოს მამათა მონასტერში მსახურობდა. სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში დღეს ლოცვა ადგილობრივმა სასულიერო პირებმა აღავლინეს. მამა გრიგოლ დარსალიამ ტერიტორია დატოვა, თუმცა აპირებს წირვა ხვალ დილით აღავლინოს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.