მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა. იღუმენ დანიელ გვილავას ბრალად ედება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა. ასევე, გადაბარების პროცესისთვის ხელის შეშლა. მიტროპოლიტის განცხადებით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სალხინოს მამათა მონასტერში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ იღუმენის ხარისხის ჩამორთმევას და განკვეთას უპასუხა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა დანიელ გვილავამ. ის არ აპირებს მიტროპოლიტის ბრძანების დამორჩილებას და არ გადააბარებს მონასტრის ქონებას, რადგან მიაჩნია, რომ ქონება არამიზნობრივად იქნება გამოყენებული. სალხინოს მამათა მონასტერში ქონების აღწერას უახლოეს დღეებში კერძო აუდიტორული კომპანია ჩაატარებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.