შს მინისტრმა გარდაცვლილი სამართალდამცველების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

20.01.2019 00:39

ღირსების ორდენები გადასცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გარდაცვლილი სამართალდამცველების ოჯახებს. ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი - კოტე თოდუა, მორგენ ნიჟარაძე და ჯემალ ქოჩუა, 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გიორგი გახარიამ, მოადგილესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, გარდაცვლილების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო