შს მინისტრმა პოლიციელებს მედლები და სიგელები გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 30 დეკემბერს თელავში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის და პოლიციის ინსპექტორის, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის მაია ჯავახიშვილის ხსოვნას. შს მინისტრმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა: „უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ყველამ დაინახა, რა რთულია იყო პოლიციელი, დღენიადაგ იდგე შენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხოების სადარჯოზე და ყოველთვის მზად იყო, ამ მიზანს შენი სიცოცხლეც კი შესწირო. ამიტომაა, რომ ბევრ ქვეყანაში - იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ სულისკვეთებითაა გაჯერებული ჩვენი სისტემა და ეს ადამიანები უფრო მეტ პატისვისცემასა და თანადგომას იმსახურებენ! დღეს აქ ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტნი ხართ - ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს, დღე და ღამე, დარსა და ავდარში - ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ!“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/A4xGCE
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრმა პოლიციელებს მედლები და სიგელები გადასცა
Giorgi Mgebrishvili
ახალი საპატრულო მანქანები კახეთის მთავარ სამმართველოს
ტელეკომპანია თანამგზავრი
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს-მინისტრმა დაღუპული პოლიციელების შვილებს ახალი სასწავლო წე...
Tv Dia
შს მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გ...
PalitraNews
შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრმა მოლდოვის რესპუბლიკასთან შეთანხმებებს ხელი მოაწე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო