შს მინისტრმა მოლდოვის რესპუბლიკასთან შეთანხმებებს ხელი მოაწერა

06.10.2014 04:47

მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის მოლდოველ კოლეგას - მოლდოვის შს მინისტრ დორინ რეჩენს შეხვდა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას და „საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. შეხვედრაზე მხარეებმა საშინაო საქმეებისა და პრიორიტეტების კუთხით მოლდოვისა და საქართველოს თანამშრომლობა, ევროპული ინტეგრაციის სფეროში მოლდოვისა და საქართველოს გამოცდილება და ევროპული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და მოლდოვის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და რატიფიცირების მნიშნველობაზე ისაუბრა. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, საქართველოს შსს-სთვის პრიორიტეტულია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაცია და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება. შეხვედრამდე შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მოლდოველი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/PphAZk

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა
53:18

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნ...

Giorgi Mgebrishvili

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა
53:18

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარია მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრს შეხვდა
00:27

გიორგი გახარია მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა
00:51

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
00:46

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
06:23

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

TV IMEDI

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან  ერთად \"112”-ში სამუშაო შეხვედრა გამართა
01:50

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად "112”-ში სამუშაო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო