საპროტესტო აქცია ოკუპირებულ ცხინვალში
ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა. შენობას სამართალდამცველების დამატებითი ძალები იცავენ. აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე ე.წ. დეპუტატი იმყოფებოდა. ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, მომიტინგეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც ითხოვს. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ე.წ. შს მინისტრზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ინალ ჯაბიევი, რასაც ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციების ფონზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. დაკავებულია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 30 იანვარი, 2019 წელი
TV IMEDI
საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 20 საათზე, 30 იანვარი, 2017
დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster