საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში


საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზ,ე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 53 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა და მას საერთო ჯამში 20 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. 2 500-მდე ადამიანი გამოვიდა პარიზში. მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შემოღებულ ზომას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყველა მედიკოსი ვალდებული იქნება ვაქცინაცია ჩაიტაროს. ისეთ საჯარო სივრცეებში კი, როგორიც რესტორანია, მომხმარებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ვაქცინაციის პასპორტი ან ნეგატიური ტესტი, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან