ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

28.01.2021

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მუჰამედ ჯავად ზარიფი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.  ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს დილით რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია. დიპლომატს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში
04:41

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და რა უნდა აშფოთებდეს საქართველოს?

რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
00:59

განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 09.08.2015
02:55

ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 09.08.2015

ეროვნული ფორუმი

ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 08.08.2015
02:44

ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 08.08.2015

ეროვნული ფორუმი

გუბაზ სანიკიძე  ირანში ვიზიტის შესახებ
01:42

გუბაზ სანიკიძე ირანში ვიზიტის შესახებ

ეროვნული ფორუმი

\"დილის მოამბე\" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
21:18

"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში
06:58

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო