საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში
თურქეთში დღეს საქართველოზე მსჯელობდნენ. დავით ზალკალიანი ანკარაში იმყოფება. რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვიზიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. განხილვის თემა იყო იდეის დონეზე არსებული გეგმა. იგულისხმება რეგიონული ინიციატივა - 3+3 ფორმატი, რომელიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის ძირითადად ეკონომიკურ და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. თუმცა ფორმატში ჩართვაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ცალსახაა. საქართველოს დეოკუპაციამდე ქვეყანა მსგავს ფორმატში ჩართვას არ განიხილავს. ამავე დროს ქართულ მხარეს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობა სურს და მზადაა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საურთიერთოდ ერთგვარ პლატფორმად იქცეს. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდას დაეთმო. დასახელდა კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელიც. ანა ბროლაძე აშუქებს საქართველოს პირველი დიპლომატის ვიზიტს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 15 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანის ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანის ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის საკურორტო ქალაქი რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმე...
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster