დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კოტე სურგულაძის ვიზიტი ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც იმყოფებოდა, საფრანგეთში, 18 აპრილს, საქართველოს საელჩოში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართული კომისიის სხდომით დაიწყო.
კომისიის ხელმძღვანელი კოტე სურგულაძე შეხვდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებს ირენ ციციშვილს, ეთერ ფაღავას, ტიერი ბერიშვილს. კომისია ამ შემადგენლობით, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეც შევიდა პირველად შეიკრიბა საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა.
შემადგენლობაში იყვნენ დიასპორის მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და ლევილის მამულის (ზევით ჩამოთვლილი) ამჟამინდელი მფლობელები.
სხდომაზე ხაზი გაესვა ორივე მხარის - ოფიციალური საქართველოსა და ფრანგი ქართველების ნებას; იმსჯელეს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ისტორიული აღიარების საკითხზე; შეთანხმდნენ მემორიალური დაფების გაკეთების, ძეგლების დადგმის, შატოსა და მთელს მამულში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; განიხილეს კულტურის ცენტრის ამოქმედების თემა, ლევილის ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად მისი ტრადიციის გაგრძელება, რაც სიმბოლურობას შეუნარჩუნებს ქართველთა მიწას საფრანგეთში და სადაც საქართველოს კულტურის სამინისტრო ჩაერთვება.
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045