ლევილი- ვიზიტი საფრანგეთში

13.09.2013 01:35

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ხელმძღვანელისა და კომისიის წევრების მორიგი ვიზიტი საფრანგეთში 13 სექტემბერს (დილის 6 საათზე), საფრანგეთში, ლევილში, ,,ლევილის შატოს" მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის საკითხებზე მოლაპარაკებებისათვის თბილისიდან გაემგზავრა სახელწიფო კომისიის წევრთა დელეგაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის, მინისტრის მოადგილის მუხრან გულაღაშვილისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის შემადგენლობით. კომისიის მუშაობაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას კომისიის წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი და საფრანგეთის ,,ქართული კერას" წარმომადგენლები, ,,ლევილის შატოს" მფლობელთა შთამომავლები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა. http://www.culture.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: