„იმერეთი თავისუფალი ცე ჰეპატიტისგან“ – კონფერენცია ქუთაისში


ქუთაისი კონფერენციას სახელწოდებით - „იმერეთი თავისუფალი ცე ჰეპატიტისგან“ – მასპინძლობს. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებიან.

დღეის მდგომარეობით, ცე ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ეროვნულ ბაზაში 3 მილიონზე მეტი სკრინინგის მონაცემია დარეგისტრირებული. ნამკურნალებ პაციენტთა შორის განკურნების მაჩვენებელი 98.7%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან