ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

12.09.2021 01:56

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. გასული დღე-ღამის მანძილზე, „კოვიდ-19“-ის 1 838 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7, 79%-ით განისაზღვრა. ისევ მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში პანდემიას კიდევ 39 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 675 ფაქტი, აჭარა - 201, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 72, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 198, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი – 22. მძიმეა 1429 პაციენტის მდგომარეობა. მათგან 363-ს ვირუსული გართულებების გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. მედიკოსების შეფასებით, ვირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია. გამოთავისუფლდა ადგილები კლინიკებშიც, საავადმყოფოებში ამჟამად 1600-მდე თავისუფალი საწოლია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ახლა აქცენტს რეგულაციების შემსუბუქებასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აკეთებს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მეტი სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: