მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე), ჭყონდიდის ეპისკოპოს მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილისგან კითხვებზე პასუხს ელოდება. დღეს ის მომხრეებთან ერთად, ეპარქიაში მისვლას აპირებს. ის ასევე წმინდა სინოდისგან მისი საკითხის განხილვას ითხოვს. მონაზონი სოსანა არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივად იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად. მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გუშინ ღამით დედათა მონასტერში არ შეუშვეს და მათ ღამე ეპარქიის ერთ-ერთ დედათა მონასტერში გაათენეს. ისინი ჭყონდიდის ეპისკოპოსმა სტეფანე კალაიჯიშვილმა გვიან ღამით გამოცემული ბრძანებით, მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისათვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. აღნიშნული ბრძანების შესრულებას ისინი არ აპირებენ. მანამდე კი, მონაზონი სოსანა მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.