მსხვერპლი ღაზას სექტორში


ისრაელსა და ჰამასს შორის ეგვიპტის მედიატორობით დადებული ზავი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვეულია. ღაზას სექტორის საზღვართან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პალესტინელებმა ისრაელის ჯარზე იერიში ქვებით მიიტანეს, რასაც ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლის გახსნით უპასუხეს. შეტაკების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა. პალესტინური მხარის მტკიცებით, ორივე მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ღაზას სექტორში 300-მდე ადამიანი დაშავდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან