რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საშიში რაიონებიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლება უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. კაშხლის აფეთქების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. „უკრჰიდროენერგოში“აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ქალაქი ნოვო კახოვკა, სადაც კაშხალი მდებარეობს და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო, ამჟამად რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ კაშხლის აფეთქების მიზანია, უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა. პარალელურად, უკრაინული მხარე ბამხუტის მიმართულებით გარკვეული წინსვლის შესახებ საუბრობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, უკრაინელი სამხედროები იკავებენ დომინანტ სიმაღლეებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ბახმუტის მიმართულების სამხედროებს მიღწეული წარმატებებისთვის.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის აფეთქებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. „კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკის“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან