„აზოვსტალი“ ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს

15.05.2022 00:41

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია ცეცხლგამჩენი და ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „თავად ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო „9-ემ 22-ეს“ ცეცხლგამჩენი ჭურვები თერმიტის ფენებით. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2 000 გრადუსია. წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია“ - წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: