საქართველოს პირველი არხი ის, რაც გვაერთიანებს


სამი საათი 2021 წლის დადგომამდე. საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, 2020 წელს უჩვეულოდ აცილებს, -  თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ თბილისის მთავარ გამზირს, განათებულ რუსთაველს ხალხის გარეშე, რადგან კოვიდპანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა, ცხოვრების რეჟიმი და, შესაბამისად, სადღესასწაულო დღეებიც რადიკალურად შეცვალა. მთავარი გზავნილია, რომ წელს უნდა ვიყოთ სახლებში, რათა 2020 წლის მთავარი გამოწვევის - კორონავირუსის გავრცელება შევაკავოთ. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ვეცდებით, ტელე-ეკრანებთან მყოფებს სადღესასწაულო განწყობა შეგიქმნათ #მოამბის საახალწლო გამოშვებაში ვაჯამებთ ერთ წელს. 

გავიხსენებთ 2020 წლის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კულტურულ და სპორტულ მოვლენას.

პანდემიის ფონზე წელს ხალხმრავალი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა საახალწოდ მორთული თბილისი ქუჩები სადღესასწაულო განწყობას მაინც ქმნის. ალბათ დამეთანხმებით, რომ წელს განსაკუთრებით ლამაზია ქვეყნის მთავარი ნაძვისხე. ამ წუთებში აქტიური საახალწო სამზადისია სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც  გრანდიოზულ სამსართულიან სცენაზე საახალწლო  გალაკონცერტია  დაგეგმილი. ღონისძიება ყველა რეკომენდაციის დაცვით მაყურებლის გარეშე ჩატარდება და ონლაინ გადაიცემა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან