„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეთაურის დაკავება
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური - საქართველოს მოქალაქე, მალხაზ პაქსაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეურთდა. ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. როგორც ირკვევა, დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების, ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა. ბრალდებული პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, კახეთის რეგიონში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 17-ტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სუს: ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქარ...
Formula News
დაზვერვის ყოფილი მეთაური "ისლამურ სახელმწიფოზე"
ამერიკის ხმა
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაჯგუფების ლიდერის სიკვდი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ჯიჰადისტი მოკლეს
Music Box
Reuters: ავღანეთში ISIS-ის ლიდერი მოკლეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთის საკითხზე მსჯელობენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორიზმის ხელშეწყობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არაბთა ლიგა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძ...
TV IMEDI