ეპიდემიური ვითარება საქართველოში


სტაბილური ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ მაღალია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფექციას კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირების ფაქტებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით, 40 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში, აქედან ვირუსი 794 მოქალაქეს დაუდასტურდა. დადებითობის მაჩვენებელი კი 12 ივნისისთვის, 1,95%-ით განისაზღვრა. ინფიცირების ახალი ფაქტების უმრავლესობა, 452 შემთხვევა თბილისშია, 82 იმერეთში, აჭარაში კი 56 პირი დაინფიცირდა. დანარჩენ რეგიონებში კი ეს მონაცემი 50-ზე დაბალია. ამ წუთისთვის მძიმეა 681 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნურ სუნთქვაზეა 190 მოქალაქე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან