მასწავლებლების გადამზადების პროგრამა


მასწავლებლების გადამზადების პროგრამა დასრულდა. ათი თვის მანძილზე, ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარებისა და დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები მიმდინარეობდა. პროგრამის ინიციატორი ამერიკის საელჩოა. მიზანი - სკოლის მასწავლებლების უნარების გაძლიერება, საკლასო გარემოს მოდერნიზება და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებაა. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა 30-მა მასწავლებელმა რვა სასწავლო მოდულის ფარგლებში, ელექტრონული უნარები განივითარა. დასკვნით ღონისძიებას აშშ-ს ელჩი, განათლების მინისტრის მოადგილე, კერძო სექტორის წარმომადგენელები და პროგრამის მონაწილე პედაგოგები ესწრებოდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან