გაუქმდება თუ არა ქუჩის ნარკოტესტირება

09/12/2015
GeN PUD-ის მიერ

\"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის\" (GeNPUD) საადვოკაციო კამპანია \"ჩემი რეპრესია შენი რეგრესია\"ფარგლებში 2015 წლის 26 ივნისს, „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ ,საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ნარკოლოგიურ დაწესებულებებთან საპროტესტო აქციები გამართა.
საპროტესტო აქციის ფარგლებში საქართველოში არსებულ ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით გავრცელდა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ერთიანი მიმართვა, რომლის ადრესატია საქართველოს პარლამენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შესაბამისი რეაგირება და დღეს, 9 ივნისს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხდა დღის წესრიგით გათვალისწინებულია პეტიციის წარდგენა და საკითხზე შესაბამისი მსჯელობა.

კომიტეტმა მომზადებულ პეტიციას მხარი დაუჭირა და ის კონსულტაციებისთვის შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტორებში გადაგზავნა.

(იხილეთ პეტიცია - http://genpud.ge/assets/uploads/29.06...)


აქცია გაშუქდა ტელევიზიისა და ინტერნეტ მედიის საშუალებებით:


1.რუსთავი 2 –http://rustavi2.com/ka/news/25805
2.საზოგადოებრივი მაუწყებელი - http://1tv.ge/ge/news/view/106806.html
3.ლიბერალი - http://www.liberali.ge/ge/liberali/ne...
4.ინტერპრესნიუსი - http://www.interpressnews.ge/ge/polit...
5.სამოქალაქო პრესა - http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=44031

ვიდეოები „GeN PUD"-ისგან