"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შენიშვნები ზუგდიდის ბიუჯეტთან დაკავშირებით

07.12.2016 01:24

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დოკუმენტი გამოქვეყნა, რომელშიც ქალაქ ზუგდიდის 2017 ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნებია ჩამოწერილი. ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი მოითხოვს მეტ კონკრეტიკას. თითოეული პროგრამის მოსალოდნელი შედეგები ბუნდოვანი და ზოგადია. "მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევამდე მუნიციპალიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა აღნიშნული დოკუმენტი მოქალაქეთა ყველა ჯგუფის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებდეს. მოსახლეობასთან შეხვედრები უნდა გაიმართოს იმდაგავარად, რომ თვითმმართველი ერთეულის ყველა დასახლებული პუნქტი იყოს მოცული, შესაბამისი შეხვედრების ოქმები კი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია სხვადასხვა პრობლემური საკითხი, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ დაფინანსება. "არ მიგვაჩნია მიზაშეწონილად კლუბის დაფინანსების შესახებ საუბარი, მანამ სანამ პასუხი არ გაეცემა კითხვებს, რაც კლუბის გარშემო არსებობს", - განაცხადა თოდუამ. ამასთან, შენიშვნები და რეკომენდაციები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურული ღონისძიებები, სოციალური პროგრამები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრმა, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტი. ორგანიზაციამ ზუგდიდის მერიას დოკუმენტი უკვე გადასცა. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები,უპირველეს ყოვლისა, არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა... ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს", - ნათქვამია დოკუმენტში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საჯარო ინფორმაცია
03:15

საჯარო ინფორმაცია

Tamara Karelidze

კორუფციის ფასი - გიორგი ხომერიკი | 3 წუთიანი ფილმების კონკურსი კორუფციაზე

კორუფციის ფასი - გიორგი ხომერიკი | 3 წუთიანი ფილმების კონკურ...

რადიო თავისუფლება

გიგაური სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მოსამართლეებს საჯაროდ საუბარს ურჩევს
02:26

გიგაური სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მოსამართლეებს საჯაროდ საუ...

netgazeti ge

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ფინანსები კამპანიისთვის
29:20

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ფინანსები კამპანიისთვ...

რადიო თავისუფლება

ალბათ მიხვდები ჩემს სახელს - რატი აბაზაძე | 3 წუთიანი ფილმების კონკურსი კორუფციაზე
03:37

ალბათ მიხვდები ჩემს სახელს - რატი აბაზაძე | 3 წუთიანი ფილმებ...

რადიო თავისუფლება

ბეჭედი - თამარ ელიზარაშვილი | 3 წუთიანი ფილმების კონკურსი კორუფციაზე
05:17

ბეჭედი - თამარ ელიზარაშვილი | 3 წუთიანი ფილმების კონკურსი კო...

რადიო თავისუფლება

ვინ გასცა ნებართვა - სანდრო მარგველაშვილი | 3 წუთიანი ფილმების კონკურსი კორუფციაზე
03:06

ვინ გასცა ნებართვა - სანდრო მარგველაშვილი | 3 წუთიანი ფილმებ...

რადიო თავისუფლება

როგორ დავამარცხოთ კორუფცია - გიორგი იაშვილი, ნინო მელიქიშვილი | 3 წუთიანი ფილმების კონკურსი
04:34

როგორ დავამარცხოთ კორუფცია - გიორგი იაშვილი, ნინო მელიქიშვილ...

რადიო თავისუფლება

ყველა ვიდეო