გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ანგარიში

10.11.2023 01:55

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევაა, რისთვისაც, უმაღლესი რანგის გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ თანამშრომლობით, ორი პროექტი მოამზადა. მათ შემჭიდროვებულ ვადებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი განიხილავს. პროცესი სწორედ ამ გადაწყვეტილების მიხედვით წარიმართება. აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. უსაფრთხო ხარაჩო, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის მოზაიკა. ამ ეტაპზე ტაძარში წყლის ჩადინება აღარ ხდება, თუმცა ფრესკების დაზიანების პროცესი, ტენიანობის გამო კვლავ ნარჩუნდება. კომიტეტის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტაძრის გამოშრობის ყველაზე უსაფრთხო გზების ძიება. მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად. დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას წარუდგინა ვებპლატფორმა, სადაც შეტანილია ყველა ინფორმაცია 2008 წლიდან ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება
00:47

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2023 #LIVE
01:04:49

#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2023 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხს სათავეში საქართველოს საპატრიარქო ჩაუდგება
03:02

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხს სათავეში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის სამონასტრო კომპლექსში დღეს რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ
01:37

გელათის სამონასტრო კომპლექსში დღეს რეაბილიტაციის დროებითი კო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის რესტავრაციის კომიტეტის შეხვედრა
07:38

გელათის რესტავრაციის კომიტეტის შეხვედრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
01:16

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გელათის სამონასტრო კომპ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის რეაბილიტაციის საქმესთან დაკავშირებით  \"ევროპული საქართველო\" აუდიტის სამსახურს მიმართავს
00:54

გელათის რეაბილიტაციის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
01:25

საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო